вторник, 18 октября 2011 г.

გაკვეთილის მსვლელობა


Activity
                                  I– ეტაპი   15წთ
მოსწავლეებთან ერთად განვსაზღვრავ გაკვეთილის გეგმას.
დაფაზე ვწერ –მრავალატომიანი სპირტები" და ვთხოვ მოსწავლეებს წარმოთქვან ყველაფერი რაც მრავალატომიან სპირტს უკავშირდება . დაფაზე ჩნდება სავარაუდო ჩანაწერი



ჩანაწერს ვტოვებ უკომენტაროდ.საკითხის ბოლომდე განხილვის შემდეგ წავშლი შეუსაბამო გამონათქვამებს. შემომაქვს პლაკატი და მრავალატომიან სპირტებს განვიხილავ ტრადიციული სქემის მიხედვით.



სახელმძღვანელოში ვკითხულობთ მრავალატომიანი სპირტის განმარტებას და ვსვამ კითხვას:–რამდენი ჰიდროქსილის ჯგუფი უნდა შედიოდეს უმარტივეს მრავალატომიან სპირტში
მოსწავლეები პლასტელინის ბურთულებით ადგენენ უმარტივესი,ანუ ორატომიანი სპირტის მოლეკულურ მოდელს და წერენ დაფაზე.
განვმარტავ ,რომ სპირტს ეთილენგლიკოლი ეწოდება,რომ მრავალატომიანი სპირტის სახელწოდების შედგენის წესი ისეთივეა, როგორც ერთატომიანი სპირტისა, განსხვავება ის არის,რომ "ოლი'–ის წინ ემატება პრეფიქსები "დი". ეთილენგლიკოლს– ეთანდიოლი.
მოსწავლეები ამზადებენ სამატომიანი სპირტის მოდელს.
სახელმძღვანელოს საშუალებით ეცნობიან მისი მიღების ხერხებს ასრულებენ შიდატესტურ დავალებას შემდეგი მითითებით.
   –შეადგინეთ გლიცერინის სტრუქტურული ფორმულა და დაწერეთ რეაქციის ტოლობაში რეაქციის პროდუქტის ადგილას.
   –რამდენი 0H ჯგუფი და რამდენი ნახშირბადატომია გლიცერინის მოლეკულაში?
   –რამდენი ნახშირბადის და ჰალოგენის ატომი უნდა იყოს ჰალოგენნაწარმის მოლეკულაში?
   –შეადგინეთ ასეთი ნახშირწყალბადის ფორმულა და დაწერეთ რეაქციის ტოლობაში როგორც საწყისი ნივთიერება.
–რამდენი მოლეკულა წყლით უნდა ვიმოქმედოთ 1,2,3.–ტრიქლორპროპანზე,რომ ქლორის სამივე ატომი ჩანაცვლდეს 0H ჯგუფით?
–დაწერეთ წყლის სამი მოლეკულის ფორმულა და რეაგენტის ადგილას და დაასრულეთ რეაქციის ტოლობა.
                                       ეტაპი 15წთ
მოსწავლეები იკვლევენ გლიცერინის ფიზიკურ თვისებებს, კერძოდ წყალში ხსნადობას.
მოსწავლეები ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით ატარებენ ცდას და იკვლევენ გლიცერინის ხსნადობას წყალში და სპირტში
მასწავლებლის მითითება: გლიცერინისა და ეთილენგლიკოლის დუღილის ტემპერატურა მოცემულია სახელმძღვანელოში მათი სიმკვრივეები კი ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ სახლში.
სახელმძღვანელოში ეცნობიან გლიცერინისა და ეთილენგლიკოლის ფიზიკურ თვისებებს და ავსებენ სახელმძღვანელოში მოცემულ ცხრილს.
                                    III–ეტაპი 10 წთ
მივმართავ მოსწავლეებს:–გამოთქვით ვარაუდი ეთილენგლიკოლისა და გლიცერინის ქიმიური თვისებე– ბის შესახებ.
–რამდენი მოლი ტუტე მეტალი ჰალოგენწყალბადი  შევა რეაქციაში ეთილენგლიკოლთან? გლიცერინთან? რატომ?
ადგენენ ნატრიუმთან ეთილენგლიკოლის ურთიერთქმედების რეაქციის ტოლობას და ადარებენ სახელმძღვანელოში აღნიშნული რეაქციის ტოლობას.
ეცნობიან  სახელმძღვანელოს საშუალებით  მრავალატომიანი სპირტების სპეციფიკურ ქიმიურ თვისებებას და ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით ატარებენ ცდას. ეს არის მრავალატომიანი სპირტების თვისებითი რეაქცია.
მრავალატომიანი სპირტების  გამოყენების სფეროებს მოსწავლეები ეცნობიან სახელმძღვანელოს და ინტერნეტის საშუალებით.
საშინაო დავალების მიცემა :2წთ.
შეფასება;3წთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий