вторник, 18 октября 2011 г.

შეფასების რუბრიკა.


Activity
1-4 5-6 7-8 9-10
ვერ ქმნის  მრავალატომიანი
სპირტის მოლეკულის მოდელს,
არ შეუძლია მისი გამოყენება
სხვა კლასის ნაერთებთან.
უჭირს მრავალატომიანი
სპირტის მოლეკულის
მოდელის შექმნა. 
ქმნის  მრავ.ატომიანი
სპირტის მოლეკულის მოდელს.იყენებს სხვა კლასის
ნაერთებთან კავშირში. 
ქმნის მრავ.ატომიანი სპირტის მოლეკულის მოდელს,ნებისმიერ შემთხვევაში იყენებს სხვა კლასის  ნაერთებთან კავშირში. 
არ შეუძლია ცდის ჩატარება მრ. ატ. სპირტების ფიზ. თვისებების გამოსაკვლევად.  უჭირს ცდის ჩატარება მრავ. ატ. სპირტების თვისებების გამოსაკვლევად. ატარებს ცდას.შეუძლია კვლევის შედეგების სისტემატიზირება და  ცხრილის სახით წარმოდგენა.   ატარებს ცდას. შეუძლია თეორიულად ახსნას ექსპერიმენტული მონაცემები. 
არ შეუძლია ცდის ჩატარება მრავ. ატომ. სპირტების ქიმ.თვის. გამოსაკვლევად.არ  შეუძლია მსგავსება–განსხვავების დადგენა ერთ და მრავ. ატომ. სპირტების თვისებებს შორის.   უჭირს ცდის ჩატარება მრავ. ატომ.ქიმ. თვისებების გამოსაკვლევად.უჭირს
მსგავსება–განსხვავების დადგენა ერთ და მრავ.ატომ.სპირტების თვისებებს შორის.
 ატარებს ცდას. ადგენს მსგავსება–განსხვავებას ერთატომ.და მრავატომ.სპირტების ქიმ. თვისებებს შორის.  ატარებს ცდა, ადგენს მსგავსება–განსხვავებას ერთატ. და მრავ.ატომ.სპირტების ქიმ. თვისებებს შორის.ხსნის ამ განსხვავების მიზეზს.
არ შეუძლია მრავალატომიანი სპირტების გამოყენების შესახებ მსჯელობა.არ შეუძლია გამოყენების სფეროები დაუკავშიროს სპირტების თვისებებს.   უჭირს მრავ.ატომ. სპირტების გამოყენების შესახებ მსჯელობა.უჭირს გამოყენების სფეროების დაკავშირება სპირტების თვისებებთან.  მსჯელობს და ასახელებს მრავ,ატომ. სპირტების გამოყენების სფეროებს.გამოყენებას უკავშირებს მრავ.ატომ. სპირტების თვისებებს უმრავლეს შემთხვევაში.  მსჯელობს და ასახელებს მრავ.ატომ.სპირტების გამოყენების სფეროებს.გამოყენებას უკავშირებს მრავ.ატომ. სპირტების თვისებებს ნებისმიერ შემთხვევაში.

გაკვეთილის მსვლელობა


Activity
                                  I– ეტაპი   15წთ
მოსწავლეებთან ერთად განვსაზღვრავ გაკვეთილის გეგმას.
დაფაზე ვწერ –მრავალატომიანი სპირტები" და ვთხოვ მოსწავლეებს წარმოთქვან ყველაფერი რაც მრავალატომიან სპირტს უკავშირდება . დაფაზე ჩნდება სავარაუდო ჩანაწერი



ჩანაწერს ვტოვებ უკომენტაროდ.საკითხის ბოლომდე განხილვის შემდეგ წავშლი შეუსაბამო გამონათქვამებს. შემომაქვს პლაკატი და მრავალატომიან სპირტებს განვიხილავ ტრადიციული სქემის მიხედვით.



სახელმძღვანელოში ვკითხულობთ მრავალატომიანი სპირტის განმარტებას და ვსვამ კითხვას:–რამდენი ჰიდროქსილის ჯგუფი უნდა შედიოდეს უმარტივეს მრავალატომიან სპირტში
მოსწავლეები პლასტელინის ბურთულებით ადგენენ უმარტივესი,ანუ ორატომიანი სპირტის მოლეკულურ მოდელს და წერენ დაფაზე.
განვმარტავ ,რომ სპირტს ეთილენგლიკოლი ეწოდება,რომ მრავალატომიანი სპირტის სახელწოდების შედგენის წესი ისეთივეა, როგორც ერთატომიანი სპირტისა, განსხვავება ის არის,რომ "ოლი'–ის წინ ემატება პრეფიქსები "დი". ეთილენგლიკოლს– ეთანდიოლი.
მოსწავლეები ამზადებენ სამატომიანი სპირტის მოდელს.
სახელმძღვანელოს საშუალებით ეცნობიან მისი მიღების ხერხებს ასრულებენ შიდატესტურ დავალებას შემდეგი მითითებით.
   –შეადგინეთ გლიცერინის სტრუქტურული ფორმულა და დაწერეთ რეაქციის ტოლობაში რეაქციის პროდუქტის ადგილას.
   –რამდენი 0H ჯგუფი და რამდენი ნახშირბადატომია გლიცერინის მოლეკულაში?
   –რამდენი ნახშირბადის და ჰალოგენის ატომი უნდა იყოს ჰალოგენნაწარმის მოლეკულაში?
   –შეადგინეთ ასეთი ნახშირწყალბადის ფორმულა და დაწერეთ რეაქციის ტოლობაში როგორც საწყისი ნივთიერება.
–რამდენი მოლეკულა წყლით უნდა ვიმოქმედოთ 1,2,3.–ტრიქლორპროპანზე,რომ ქლორის სამივე ატომი ჩანაცვლდეს 0H ჯგუფით?
–დაწერეთ წყლის სამი მოლეკულის ფორმულა და რეაგენტის ადგილას და დაასრულეთ რეაქციის ტოლობა.
                                       ეტაპი 15წთ
მოსწავლეები იკვლევენ გლიცერინის ფიზიკურ თვისებებს, კერძოდ წყალში ხსნადობას.
მოსწავლეები ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით ატარებენ ცდას და იკვლევენ გლიცერინის ხსნადობას წყალში და სპირტში
მასწავლებლის მითითება: გლიცერინისა და ეთილენგლიკოლის დუღილის ტემპერატურა მოცემულია სახელმძღვანელოში მათი სიმკვრივეები კი ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ სახლში.
სახელმძღვანელოში ეცნობიან გლიცერინისა და ეთილენგლიკოლის ფიზიკურ თვისებებს და ავსებენ სახელმძღვანელოში მოცემულ ცხრილს.
                                    III–ეტაპი 10 წთ
მივმართავ მოსწავლეებს:–გამოთქვით ვარაუდი ეთილენგლიკოლისა და გლიცერინის ქიმიური თვისებე– ბის შესახებ.
–რამდენი მოლი ტუტე მეტალი ჰალოგენწყალბადი  შევა რეაქციაში ეთილენგლიკოლთან? გლიცერინთან? რატომ?
ადგენენ ნატრიუმთან ეთილენგლიკოლის ურთიერთქმედების რეაქციის ტოლობას და ადარებენ სახელმძღვანელოში აღნიშნული რეაქციის ტოლობას.
ეცნობიან  სახელმძღვანელოს საშუალებით  მრავალატომიანი სპირტების სპეციფიკურ ქიმიურ თვისებებას და ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით ატარებენ ცდას. ეს არის მრავალატომიანი სპირტების თვისებითი რეაქცია.
მრავალატომიანი სპირტების  გამოყენების სფეროებს მოსწავლეები ეცნობიან სახელმძღვანელოს და ინტერნეტის საშუალებით.
საშინაო დავალების მიცემა :2წთ.
შეფასება;3წთ.

პროექტი


    Activity
1 პროექტის სახელწოდება წყლის დაბინძურება მდინარე რიონის მაგალითზე
2 პროექტის მთავარი იდეა მოსწავლეები გამოიკვლევენ და შეაფასებენ მდინარე რიონის მდგომარეობას და დასახავენ პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზებს.

3
პროექტის აქტუალობა მოსწავლეებს ხელს შეუწყობს,ეკოლოგიური პროცესების სწორად წარმართვასა და მოსწავლეების ცოდნის და უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებას.
4 პროექტის მიზანი მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება მდინარე რიონის წყლის სისუფთავის დაცვის აუცილებლობის შესახებ.მოსწავლეებში ბუნების დაცვისა და გაფრთხილების უნარ–ჩვევების გამომუშავება.
5 მონაწილეთა ასაკი მე–11 და მე–12 კლასის მოსწავლეები.
6 ვადები/ხანგრძლივობა 1თვე.
7 მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლე ქმნის ვებ–გვერდს, სადაც განათავსებს ინფორმაციას მდინარე რიონის წყლის დაბინძურების შესახებ.
გადაიღებს ვიდეო და ფოტო მასალებს.მოყავს არგუმენტები,რომლითაც ასაბუთებს,რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტი არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
8 პროექტისათვის საჭორო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, ვიდეო,ფოტო–მასალები,პლაკატები.ინფორმაციის მოძიება სანიტაეული დასუფთავების სამსახურში.
9 საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთ/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირების დამყარებას.სხვადასხვა დისციპლინაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად.
10 პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები); 1.პროექტში მონაწილე ბავშვების რეგისტრაცია.
2. ბავშვების დაყოფა სამ ჯგუფად.
3.პირველი ჯგუფი:მოსწავლეები დაადგენენ დაბინძურების წყაროს და საჭირო ინფორმაციის მოძიებისათვის მიაკითხავენ
სანიტარული დასუფთავების სამსახურს.მოაგროვებენ ფოტომასალას დაამყარებენ კავშირს საზობადოებასთან.
4.მეორე ჯგუფი:მოსწავლეები შეხვდებიან ქ.ქუთაისის მოსახლეობას და ერთად დასახავენ პრობლემების გადაჭრის გზებს,თუ როგორ აიცილონ სასმელი წყლის დაბინძურება,(რადგან რიონის წყალი გამოყენებულია სასმელ წყლად ქ.ქუთაიში).
5.მესამე ჯგუფი:მოსწავლეები,იმსჯელებენ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს მოსახლეობას მდინარე რიონის დაბინძურებამ.მოსწავლეები დაასაბუთებენ მდინარე რიონის არსებულ მდგომარეობაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას.
6.ბოლოს ვახდენ პროექტის შეფასებას წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკით.
11 პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნანული სვანიძე.
12 ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanulisvanidze@gmaiol.com
Creative Commons License