понедельник, 14 ноября 2016 г.

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ბმული

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი              
ნანული სვანიძე
რაიონი   
ცაგერი
სკოლა
ღვირიშის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება  .    
ჯანსაღი  კვება
თემის შინაარსი
ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია ვიტამინები. ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი ორგანიზმში მიმდინარეობს ,მხოლოდ ვიტამინების მონაწილეობით. ყოველდღიურად ვიღებთ საკვებ პროდუქტს, მაგრამ ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას, რამდენად ნატურალურია იგი და შეიცავს თუ არა ვიტამინს. დღეისათვის ცნობილია ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეული უამრავი დაავადება, რაც პრობლემას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობს. ცოცხალ ორგანიზმს არ აქვს უნარი, დამოუკიდებლად დაასინთეზოს ვიტამინები. ამიტომ, საჭიროა ვიტამინების მიღება საკვებთან ერთად, რის გამოც საკვები რაციონის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს.


საგანი  
ბიოლოგია
დონე/კლასი
X-XI   კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო  
სამი კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ბიოლ.X.7.2. ასაბუთებს საკვების მნიშვნელობას ორგანიზმის ზრდისათვის და ენერგით მომარაგებისათვის.
ბიოლ.X.7.4.იკვლევს საკვების შედგენილობას (ორგანული და არაორგანული ნივთიერებები, ვიტანები), კვებით ღირებულებას და ენერგიის შემცველობას, აანალიზებს დაბალანსებული კვებითი რაციონის და თითოეული კომპონენტის მნიშვნელობას ორგანიზმისათვის.
კვლ.X.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება / მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.X.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მიზნები
ვიტამინების როლის შესწავლა
სხვადასხვა ვიტამინის შემცველობა საკვებ პროდუქტებში
ექსპერიმენტის,დაკვირვების შედეგების აღწერა-სისტემატიზაცია
ჯანსაღი ცხოვრების წესის  დანერგვა
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
შედეგები
ვიტამინები ახდენენ ორგანიზმში მიმდინარე პროცესების რეგულირებას დ აასრულებენ დამცავ ფუნქციას
მათ გარეშე შეუძლებელია ნივთიერებათა ცვლა
ამაღლებენ მუშაობის უნარს და ტონუსს
აუმჯობესებენ ზოგად მდგომარეობას
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
ხილი უფრო გიყვართ თუ ბოსტნეული?
რა მნიშვნელობა აქვს ნატურალური პროდუქტებით კვებას ადამიანის ჯანმრთელობისათვის?





თემატური კითხვები
რა მნიშვნელობა აქვს ვიტამინებს ადამიანის ჯანმრთელობისათვის?
შეინარჩუნებს თუ არა დიდხანს შენახული ხილ-ბოსტნეული ხარისხს?
ვიტამინების რაოდენობის თვალსაზრისით არის თუ არა განსხვავება ცოცხალ ბოსტნეულსა და მოხარშულ ბოსტნეულს შორის?
შინაარსობრივი კითხვები

რა არის ვიტამინების ძირითადი წყარო?
შეუძლია თუ არა ორგანიზმს თვითონ დაასინთეზოს ვიტამინები?
რა იცით A , B ,C, D  ვიტამინების შესახებ?
რა დაავადებებია თქვენთვის ცნობილი,რომლებიც ვიტამინების ნაკლებობით ან  მისი სიჭარბით არის გამოწვეული?
რომელია ვიტამინთა ვიტამინი?
თქვენი აზრით ორგანულ თუ არა ორგანულ ნივთიერებებს მიეკუთნებიან ისინი?
ჩამოთვალეთ,რომელი საკვები პროდუქტებია A B C და D ვიტამინებით მდიდარი?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










ისტრუმენტი

დისკუსია



ურთირთშეფასების სქემა



 ვიცი, მინდა
ვიცოდე, ვისწავლე.


მიზანი

მოსწავლეების წინარე ცოდნის შეფასება

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შეფასება


მოსწავეთა მცდარი შეხედულებების
წინასწარ დადგენა.
ისტრუმენტი

გამოკითხვა

კვლევის გეგმა თანმიმდევრულობა და ცოდნის ტრანსფერი

ექსპერიმენტის,კვლევის უნარ-ჩვევა.მონაცემების აღრიცხვა

ჯგუფში მუშაობა
(თანამშრომლობა.



მიზანი

თვითშეფასება


შეფასების რუბრიკა


შეფასების რუბრიკა


შეფასების რუბრიკა
ისტრუმენტი

ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება

პრეზენტაციის უნარი

ბუკლეტების შექმნა


ვიცი, მინდა ვიცოდე  ვისწავლე
რეფლექსია
მიზანი

ჩანაწერების გაცნობა შეფასების რუბრიკა


შეფასების რუბრიკა


ნამუშევრის გაცნობა შეფასების რუბრიკა


ე ს გ სტანდარტთან შესაბამისობით.თვითშეფასება.


შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

საწყის ეტაპზე გავმართავ დისკუსიას რათა ბავშვების გონება მივმართო კონკრეტული პრობლემისაკენ .
გონებრივი იერიში-მოსწავლეები აგენერირებენ საკითხთან დაკაშირებულ განმარტებებს და იდეებს და ქმნიან შემოქმედებით კავშირს ცოდნასა და ახალ შესაძლებლობებს შორის.
გამოკითხვის სტრატეგიებს მოსწავლეების სწავლის პროგრესის,  გაგების შემოწმების მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენების წახალისებისათვის  გამოვიყენებ.გამოკითხვა მიმდინარეობს მოსწავლეების ჯგუფური ან იდივიდუალური სამუშაოს მსვლელობისას. მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს პროექტის მსვლელობისას არაერთხელ დაუბრუნდებით,რათა ვაწარმოო უკუკაშირი.
მოსწავლეების ნამუშევრების შეფასება მაჩვენებს,თუ რამდენად გაიგო მან საკითხი და რა მოლოდინები აქვს მას, რაც იძლევა შესაძლებლობას,.რომ ხარიხიანად შეფასდეს უკვე ჩატარებული სამუშაო.
თვითშეფასება და რეფლექსია შესძლებლობას აძლევსმოსწავლეს, რომ შეაფასონ თავისი პროგრესი აზროვნება და სწავლა,ასევე მოახდინონ რეფლექსია მეთოდების გასაუმჯობესებლად.
პრეზენტაციის რუბრიკას გამოვიყენებ პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნის შესაფასებლად და ასევე მიღწევებზე  ფოკუსირების მიზნით.
პროექტის დასრულების შემდეგ ვუბრუნდები სქემას,,ვიცი. მინდა ვიცოდე.ვისწავლე“.ამ სქემის გამოყენებით მოსწავლეები ნათლად
დაინახავენ რა ისწავლეს შეაფასებენ ერთმანეთს და თავისთავს.
პროექტის დამთავრების შემდეგ გამოყენებული შეფასების ინსტრუმენტების მიზანია მასალის გაგებისა და უნარ-ჩვევების ხარისხის
შემოწმება,მოსწავლეთა ცოდნის თანხვედრა  ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
.








სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
წინარე ცოდნის შემოწმება,კომპიუტერთან მუსაობის უნარ-ჩვევები.პროგრამა ვორდის მოხმარების საბაზისო
უნარ-ჩვევები.
სასწავლო პროცედურები
შევკრიბავ პროექტის დაწყებამდე X და XI კლასის მოსწავლეებს, გავაცნობ შეკრების მიზანს. შევქმნი წყვილებს, ღია ბარათებს მოვათავსებ ყუთში. მოსწავლეები ამოიღებენ ბარათებს, მოძებნიან მეწყვილეს, შემდეგ მოსწავლეები შემთხვევითი გზით აირჩევენ ჯგუფის ხელმძღვანელს.
თემის სათაურის შესარჩევად გავმართავ დისკუსიას. სადისკუსიო თემასთან დაკავშირებით მოსწავლეთა გამოწვევისათვის პლაკატზე მოსწავლეებს ჩამოვუწერ ზოგად შეკითხვებს. დისკუსიის დროს ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება, გამოთქვას თავისი აზრი. დისკუსიის გარდა გამოვიყენებ ურთიერთშეფასების და „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“ სქემებს. შეფასების ეს ინსტრუმენტი ხელს უწყობს წინარე ცოდნის გამოვლენას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შეფასებას.
მოსწავლეებმა აირჩიეს სათაური. პირველ ჯგუფს დაევალა შექმნან ბროშურა, გახეთი, ბუკლეტი, უნდა მოიპოვონ შესაბამისი ინფორმაცია და მოამზადონ სტატიები. ფართო მასების ინფორმირების მიზნით ბუკლეტებს დაარიგებენ მშობლებში, პედაგოგებში და  მოსახლეობაში. მეორე ჯგუფს დაევალა, მოიპოვოს თეორიული ინფორმაცია ინტერნეტსა და სხვადასხვა ლიტერატურაში. მოკლედ აღწერონ ვიტამინების მნიშვნელობა და მათი შედგენილობა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულში, მოიპოვონ ინფორმაცია ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეულ დაავადებებზე.
მესამე ჯგუფი გამოიკვლევს „A“ ვიტამინის შემცველობას მზესუმზირის ზეთში და სამი სხვადასხვა ჯიშის  ვაშლიდან რომელი შეიცავს მეტი რაოდენობით „С“ ვიტამინს. მოსწავლეები კვლევის დროს პასუხობენ თემატურ ადა შინაარსობრივ კითხვებს, აკეთებენ ჩანაწერებს კვლევის დროს. მოსწავლეებმა ექსპერიმენტულად დაადგინეს რომ მცენარეულ ზეთში არის „A“ ვიტამინი, რაც გამოჩნდა რკინის ქლორიდის დამატების შემდეგ მიღებული მწვანე ფერით. მოსწავლეებმა დაადგინეს, რომ  „ცარსკის“ ჯიშის ვაშლში მეტი „C“ ვიტამინია, ვიდრე დანარჩენ ორში.
მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას და პროექტის შეფასების ჩეკლისტებს. შეფასების ეს ინსტრუმენტები, მნიშვნელოვანი იდეების ორგანიზება, მიმდინარე შეფასება, მიზანმიმართული დავალებები და პროექტით სასწავლო თემები რეალურ ცხოვრებას უკავშირდება.
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ ვუბრუნდები სქემას,  „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“.  ამ სქემის გამოყენებით მოსწავლეები ნათლად დაინახავენ რა ისწავლეს, შეაფასებენ ერთმანეთს და თავის თავს. პროექტი დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტების მიღწევაში, ეროვნულ სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
ასეთ მოსწავლეებს დავალებებს ვურჩევ მათი რეალური საჭიროებების გათვალისწინებით. დავავალებ, მოიძიოს თემის შესაბამისი ფოტოსურათები ინტერნეტიდან. დავუსვამ მარტივ შეკითხვებს.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

ვამუშავებ ლექსიკონით, მშობლიური ენიდან თარგმნოს ქართულ ენაზე, მისთვის გაუგებარი სიტყვები პროექტის თემატიკიდან ან პირიქით. ენის უკეთ დაუფლების მიზნით დავავალებ, ხშირად ისაუბროს თანატოლებთან. სხვებთან ერთად ვამუშავებ ექსპერიმენტის ჩატარებაზე.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
დამოუკიდებლად შესასრულებლად ვაძლევ დამატებით დავალებებს. დავავალებ იმუშავოს ბლოგზე, ატვირთოს მასალა, გააკეთოს თემატიკის შესაბამისი ინტერესის აღმძვრელი სლაიდები. დაეხმაროს დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

ü   ფოტოკამერა
ü   კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
ü   ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
ü   პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
ü   ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
ü   ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
ü   ვებგვერდის შექმნა
ü   ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
სახელმძღვანელო, სასწავლო გზამკვლევი, ეროვნული სასწავლო გეგმა.
ინვენტარი/მასალები
ექსპერიმენტისათვის საჭირო მასალები: ქიმიური ჭიქა, სამი სხვადასხვა ჯიშის ვაშლი, მზესუმზირის ზეთი, FeCl3-ის 1%-იანი ხსნარი.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
მოსწავლეები, მასწავლებლები და დაინტერესებული პირები.